პრესრელიზი
15 ოქტომბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge
საქართველოში "ძუძუს ჯანმრთელობის დღე" აღინიშნება
15 ოქტომბერს თბილისში ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის ორგანიზებით ძუძუს ჯანმრთელობის დღე აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით 15 ოქტომბერს, 14 საათზე ს.ხეჩინაშვილის სახ.კლინიკაში (ყოფილი მე-9 საავადმყოფო) გაიმართება საზეიმო მიღება.
15 ოქტომბერს ს.ხეჩინაშვილის სახ.კლინიკა ატარებს საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც ქალბატონებს საშულება ექნებათ უფასოდ ჩაიტარონს შემდეგი გამოკვლევები: მამოლოგის კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური ციტოპათოლოგიური გამოკვლეევები. (გამოკვლევის ჩატარების მსურველებს ვთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ნომერზე: 555 522 855)
ქართული კომპანიები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან რაც იმაში გამოიხატება, რომ ძუძუს ჯანმრთელობის დღის აღსანიშნავად კომპანიების: გუდვილი, პოპული, ჯიმარტი, ავერსი, ფიტნეს კლუბი ,,ქარვსი", ღვინის კომპანია "თელავის ღვინის" თანამშრომლები და კლუბის წევრები, სიმბოლურად ვარდისფერი ბაფთის ტერებით გამოხატავენ სოლიდარობას ამ დღისადმი. ყოველივე ეს მიზნად ისახავს შეახსენოს საზოგადოებას ის პრობლემა, რასაც ძუძუს კიბო ჰქვია, რათა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს და მეტი ყურადღება მიექცეს ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამაღლდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ, მოხდეს ადრეული გამოვლენა მამოგრაფიული სკრინინგის მეშვეობით, ჩატარდეს ძუძუს კიბოს ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა.
"ძუძუს ჯანმრთელობის დღის" აქციის მიზანია საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებით, ჯანსაღი კვებითა და ამავდროულად მამოგრაფიული სკრინინგით შესაძლებელია ძუძუს კიბოს პროფილაქტიკა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: გუდვილი, პოპული, ჯიმარტი, ავერსი, ფაბლისითი ჯგუფი, ფიტნეს კლუბი ქარვსი, თელავის მარანი, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჟურნალები რეიტინგი, დაქალი, სითი.
####
ევროპა დონა - ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ევროპული კოალიციაა, რომელიც მოწოდებულია, რომ გააერთიანოს ქალბატონები რათა:
ამაღლდეს სათანადო ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ;
მამოგრაფიული სკრინინგ პროგრამების მეშვეობით, მოხდეს ადრეული გამოვლენა
ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს დაენიშნოთ გაიდლაინებზე დამყარებული, ოპტიმალური მკურნალობა და საუკეთესო, სპეციალური სტანდარტებით გათვალისწინებული მოვლა.
ევროპა დონაში გაერთიენბულია 46 ქვეყნა, რომელთაც საერთო მიზანი გააჩნიათ: ქალების მობილიზება და პროპაგანდირება რათა:
ევროპა დონა არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ევროპელ ქალთა ინტერესებს წარმოადგენს ძუძუს კიბოსთან მიმართებაშ, როგორც ლოკალური და ეროვნულ ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე. 2006 წლიდან საქართველოში დაფუძნდა ევროპა დონას საქართველოს წარმომადგენლობა.
კოალიციაში გაწევრიანებული არიან ძუძუს კიბოთი გადარჩენილი ქალები, მედიკოსები, და უბრალოდ ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანები.